1747174002
„7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა...“ - ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ძიძას 7 თვის ბავშვის გაუფრთხილებლობით მოკვლის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვი დიფენჰიდრამინის (ბენადრილში არსებული ანტიჰისტამინური საშუალება) ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
„ეს პრეპარატი არასდროს არ უნდა მიეცეს 6 წლამდე ასაკის ბავშვს ექიმის დანიშნულების გარეშე“,- თქვა პროკურორმა სასამართლოზე.
სასამართლო პროცესის დროს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ პრეპარატის მიცემა ბავშვისთვის სხვებსაც შეეძლოთ. ასევე, პრეპარატი შესაძლოა, ყოფილიყო დედის ორგანიზმში და ძუძუთი კვების დროს ბავშვს გადასცემოდა.
გამოცემის ცნობით, ვილა 2019 წლიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა ნოემბერში გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მისი გირაოს ოდენობა 500 000 დოლარამდე გაიზარდა. იგი მალევე დააკავეს.