დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია-მ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა-ში ებოლას ვირუსის გავრცელება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. არსებული მონაცემებით, ვირუსს უკვე 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 400-ზე მეტი შემთხვევა საეჭვოდ მიიჩნევა.
ინფექცია კონგოს საზღვრებსაც გასცდა და შემთხვევები მეზობელ უგანდა-შიც დაფიქსირდა. უგანდის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ებოლათი ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არის გარდაცვალების ფაქტიც.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარისა და WHO-ს ექსპერტის, გიორგი ფხაკაძე განცხადებით, საქართველოში პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
მისივე განმარტებით, არსებული ვითარება „კოვიდ-19“-ის მსგავსი პანდემიური მასშტაბის არ არის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ ეტაპზე საზღვრების დახურვის აუცილებლობას არ განიხილავს.