1773742091
„ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაიწყო საჯანმრთელო პარაკლისის გადახდა, მხურვალე ლოცვების აღვლენა" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი პატრიარქის მდგომარეობაზე
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, დილიდან იმყოფებიან სასულიერო პირები.
"ჩვენ გუშინ ღამე უკვე ვიცოდით, რომ რაღაც სიტუაცია არ იყო კარგი და მართლაც ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაიწყო საჯანმრთელო პარაკლისის გადახდა, მხურვალე ლოცვების აღვლენა. დღეს დილით მასიურად გავრცელდა ინფორმაცია, ახლა ვცდილობ, რომ ადგილზე გავიგო ყველაფერი," - აცხადებს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.
ცნობისთვის, კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდნენ სასულიერო პირები, პრეზიდენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება.









