მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დიდთოვლობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, მუნიციპალიტეტებში ავარიულად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც. ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს. ინტენსიური თოვის გამო, პრობლემებია საავტომობილო გზებზეც.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განმარტებით, გაწმენდითი სამუშაოები, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.
„გზების თოვლისგან გასაწმენდად გრეიდერი მუშაობს, ქუჩებში ინტენსიურად მარილს ვაყრით. მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია და შემოყვანილი გვყავს დამატებით ტექნიკა, რომ გზებზე მოძრაობა შესაძლებელი გავხადოთ",- განაცხადა ანდრიაშვილმა.
ინტენსიური თოვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
ენერგო-პროს კახეთის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელექტრო გადამცემი ხაზები ახმეტის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია დაზიანებული და მისი აღმოფხვრისათვის კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს.
ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია თელავი-ვაზიანი- გომბორის მიმართულებითაც. უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.
თითქმის ერთი კვირაა, კახეთში დღეგამოშვებით თოვს, დროდადრო ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს უშლის და ელექტროენერგიის მიწოდებას აფერხებს.