გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
ყველაზე დიდი თოვლი ბოლო წლების განმავლობაში - თბილისში ისევ თოვს. ტემპერატურა 2 გრადუსია და, როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ეს ტემპერატურა პარასკევამდე შენარჩუნდება. ქალაქში თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. მანქანებს ზოგიერთ წერტილში გადაადგილება უჭირთ, თუმცა გზები ინტენსიურად იწმინდება და, ამ ეტაპზე, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
გზების საავტომობილო დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, ავტომობილებით მხოლოდ ზამთრისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ.