VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჭაშნაგირის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
ჭაშნაგირის ქუჩა დიდი დიღმის კერძო დასახლების - როსტევანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ასმათის, დავარისა და ვეფხისტყაოსანის ქუჩებს აღმაშენებლის ხეივანთან აკავშირებს. შესაბამისად, რეაბილიტაციის შედეგად, მოქალაქეებისათვის გადაადგილება მეტად კომფორტული იქნება.
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.