მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, ასფალტის ქვედა ფენების დაგება დღეს ღამით დასრულდება და ხვალიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.
„რამდენიმე დღეა მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები“, - განაცხადა კახა კალაძემ.