მეუფე იობი: პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი

მეუფე იობი

პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი, - განაცხადა მეუფე იობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

„პატრიარქი იყო ეპოქალური პიროვნება, მას ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი, არ არსებობს ადამიანი, მით უფრო ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, - აღნიშნა მეუფემ.