1777837238
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული
სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის თქმით, საუბრები ძალიან ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისმწამებლური, რაც ზოგადად ეკლესიას აზიანებს.
„ეს იქნება მიმართული რომელიმე მათთვის არასასურველი საპატრიარქო კანდიდატის, თუ ეკლესიის სხვა მსახურის მიმართ, მთლიანობაში აზიანებს ეს ეკლესიას“, - აღნიშნა მან.











