„დედამთილი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო...“ - რას ჰყვება ცნობილი „ტიკ ტოკერი“ ნინორე გიორგობიანი

დდ

ქართველი „ტიკ-ტოკერი“ ნინორე გიორგობიანი, რომელიც ასაკით უმცროს ბიჭზე დაქორწინდა, ამბობს რომ დედამთილი თავიდან მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ის და მისი მეუღლე ალექსი, უკვე 10 წელია ერთად არიან.

მას სოციალურ ქსელში რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს და ხშირად აქვეყნებს ვლოგებს.

 ერთ-ერთ ვლოგში ის გულახდილად საუბრობს, თუ როგორ მიიღო დედამთილმა: 

„დედამთილი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და საკმაოდ რთულად გადაიტანა ეს საკითხი. თუმცა მეგრელი ქალის კვალობაზე საკმაოდ მალე დაყარა ფარ-ხმალი. არ მიცნობდა, როცა წინააღმდეგი იყო, სამეგრელოში ჩადიოდა ძალიან ბევრი ჭორი ჩემზე და შესაბამისად მოდიოდა იქიდან წინააღმდეგობა, აგრესიაც. თუმცა რომ გამიცნო, ამის მერე დავიწყეთ ნორმალური, ცივილური, არადაქალური ურთიერთობა, თუმცა გულწრფელი“- ამბობს ნინორე.