საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს, შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი იყო 4, 5 და 6 წამიანის ვიდეოები, რომელშიც არაფერი არ ჩანს, შესაბამისად მსგავსი კადრებით ადამიანის გამტყუნება არ შეიძლება.

"სასამართლო პროცესზე ზუსტად ის დადასტურდა, რომ ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ არავითარი დანაშაული. ძალიან კარგად ნახა საზოგადოებამ, რომ არ შეიძლება 4-6 წამიანი კადრებით გაამტყუნო ადამიანი, მით უმეტეს, იმ გარემოებებში, როდესაც ამ კადრებში არაფერი არ ჩანს და ეს გაირკვა. მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ სრულად", - განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა.