ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა

ჰჯ

ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

შემთხვევა ჰუნანის პროვინციაში, ქალაქ ლიუიანგიში ადგილობრივი დროით 16:40 საათზე მოხდა. შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა.

სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული. ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

როგორც მედია წერს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

შემთხვევას გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და შესაბამის სამსახურებს სრულყოფილი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა.