გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში IOM-ისა და სასაზღვრო პოლიციის მრავალწლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები საზღვრის დაცვის სფეროში. შეხვედრის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა IOM-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მრავალი წლის მანძილზე მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაში, როგორც ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.