ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება - მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი ქარია

თვითმფრინავი

ბათუმის ცაზე ამ წუთებში სტამბულის მიმართულებიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი მანევრებს. სავარაუდოდ, პილოტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენისას გარკვეული სირთულეები შეექმნა. მიზეზი შესაძლოა ძლიერი ქარი იყოს.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. საჭიროების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული რეისის გადამისამართება ან დაგვიანება.

წყარო: აჭარა თაიმსი