1745863963
აშშ-ში 47 წლის ქართველი მოკლეს - პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი.
გამოძიების ვერსიით, სამი მამაკაცი მოდებაძის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიჭრა, შემდეგ კი ისინი მოდებაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახლი მსხვერპლის კუთვნილ ნივთებთან ერთად დატოვეს.
მამაკაცი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ეჭვმიტანილები თავდასხმიდან რამდენიმე საათში, FBI-ის დახმარებით დააკავა.