მძიმე ავარია აბაშაში - რა დეტალებია ცნობილი
1754037214
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება - მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებს სახელმწიფოს კონტრაქტორი - საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს, რომელმაც წინადადება წარმოადგინა ერთობლივი საწარმოს სახით. Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, ევროპული საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიაა და მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.
დასკვნით ფაზაშია სამობილიზაციო სამუშაოები, საპროექტო კვლევების განხორციელება და დეტალური პროექტირება. 2025 წლის ოქტომბრამდე მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი, რისი საშუალებითაც ქვის ლოდები და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკები (ე.წ. „იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადანაწილდება.
საპროექტო კვლევა ითვალისწინებდა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე საზღვაო ფსკერის გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო კვლევების, ასევე სიმულაციების ჩატარებას. ტალღმტეხის მოდელიერების შედეგად მომზადდა საბაზისო პროექტი და ჩატარდა ექსპერტიზა, განახლდა გარემოზე ზემოქმედების ანაგარიში.