„ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით... ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი..." - რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე

ავარია

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 3 წლამდე ბავშვი.

ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.

„არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.