1775579006
ახმეტაში მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ვეტერანი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ვეტერანი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიმიტრი ვეშაგურიძე მეორე მსოფლიო ომში, პირველივე დღეებიდან, უკრაინის მეოთხე ფრონტზე იბრძოდა და ბოლომდე გაიარა ფრონტის ხაზი.
ომის დასრულებას ვეშაგურიძე გერმანიის საზღვართან შეხვდა.
ახლობლები იხსენებენ, რომ ვეტერანს საკუთარ საბრძოლო ისტორიაზე საუბარი არ უყვარდა.
91 წლის ასაკში მან ოჯახის წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, NATO-ს ფორმაში ფოტოგადაღება მოსთხოვა და თქვა:
„მშვიდობის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, დღეს და მომავალშიც კი მშვიდობა NATO-ს გარეშე არ იქნებაო.“
დიმიტრი ვეშაგურიძეს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.












