გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: საერთაშორისო სამართლის თანახმად, მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულს წარმოადგენს

ვოლკერ ტურკი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დაგმო „აგრესიული რიტორიკა“ ახლო აღმოსავლეთის ომში და გააფრთხილა მხარეები, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა „ომის დანაშაულია“.

ტურკმა განცხადებაში აღნიშნა: „საერთაშორისო სამართლის თანახმად, მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულს წარმოადგენს. ნებისმიერი პირი, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო დანაშაულებზე, პასუხგებაში უნდა იქნეს მიცემული კომპეტენტური სასამართლოს წინაშე“.

მას კონკრეტულად არ უხსენებია ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი ან ირანი.