ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია - კასტრაცია სავალდებულო ხდება

ძაღლები

ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია სავალდებულო იქნება, რაც კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული. შინაურ ბინადარ ცხოველთა საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია და ის საპარლამენტო სესიაზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.

„მოგეხსენებათ აღნიშნული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩატარდა არაერთი საკომიტეტო მოსმენა. გამოითქვა არაერთი შენიშვნა და მოსაზრება, როგორც არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. შესაბამისად კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ არის გადამუშავებული ვერსია, სადაც შეჯერებულია ყველა ის პოზიციები, რომელმაც მაქსიმალურად უნდა ხელი უნდა შეუწყოს კანონის აღსრულებას, მას შემდეგ რაც ის დამტკიცდება და შევა ძალაში.

კანონპროექტი თავისი შინაარსით შედგება რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან, ყველაზე მთავარი რა სიახლეც შემოდის კანონპროექტით ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის ვალდებულება. რაც არის იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ქუჩაში უმეთვალყურეოდ გაგდებული ძაღლი აღარ უნდა იყოს. პრობლემა, რომელიც არსებობს წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თვალსაჩინო და ინტენსიური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ყველა სტატისტიკურ მონაცემები და კვლევა ადასტურებს, რომ დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300-350 ათასამდე უმეთვალყურეო ძაღლის, რომლებიც თავისი შინაარსით ორ კატეგორიად იყოფიან, ეს არიან მიკედლებული ცხოველები და ასევე უმეთვალყურეო ცხოველები. აქ საუბარი მაქვს მხოლოდ ძაღლებზე და ამასთან ხაზს გავუსვამ, რომ აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების თემა შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართებით არიან მხოლოდ ძაღლები და კატები.

ამასთან ყოველი მეორე ოჯახი საქართველოში ადასტურებს, რომ ისინი ფლობენ შინაურ ცხოველს. შესაბამისად საკითხის გადაჭრისთვის ერთადერთი გზა არის მათი რეგისტრაცია. უკვე არსებობს, მომზადებულია ელექტრონული პროგრამა, ეს იგივე ელექტრონული პროგრამაა, რომელიც უკვე მუშაობს სხვა შინაურ ცხოველებთან მიმართებით

მეორე მიმართულება, რა მიმართულებასაც კანონი არეგულირებს, ეს არის დამატებითი საპრევენციო ღონისძიება იმისთვის, რომ ჰიპერპოპულაცია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის შინაურ ცხოველებთან მიმართებით შემცირდეს და გარდა რეგისტრაციისა ჩვენ სხვა საშუალებაც გვქონდეს იმისთვის, რომ ცხოველები აღარ გამრავლდნენ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების მიღება. შესაბამისად კანონის ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდგომ, ეს იქნება დაახლოებით ნახევარი წელი სავალდებულო გახდება ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაცია. რაც კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული.

მოგეხსენებათ აღნიშნული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მეათე მოწვევის პარლამენტში. ჩატარდა არაერთი საკომიტეტო მოსმენა. გამოითქვა არაერთი შენიშვნა და მოსაზრება, როგორც არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. შესაბამისად კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ არის გადამუშავებული ვერსია, სადაც შეჯერებულია ყველა ის პოზიციები, რომელმაც მაქსიმალურად უნდა ხელი უნდა შეუწყოს კანონის აღსრულებას, მას შემდეგ რაც ის დამტკიცდება და შევა ძალაში. კანონპროექტი თავისი შინაარსით შედგება რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან, ყველაზე მთავარი რა სიახლეც შემოდის კანონპროექტით ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის ვალდებულება. რაც არის იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ქუჩაში უმეთვალყურეოდ გაგდებული ძაღლი აღარ უნდა იყოს. პრობლემა, რომელიც არსებობს წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თვალსაჩინო და ინტენსიური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ყველა სტატისტიკურ მონაცემები და კვლევა ადასტურებს, რომ დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300-350 ათასამდე უმეთვალყურეო ძაღლის, რომლებიც თავისი შინაარსით ორ კატეგორიად იყოფიან, ეს არიან მიკედლებული ცხოველები და ასევე უმეთვალყურეო ცხოველები. აქ საუბარი მაქვს მხოლოდ ძაღლებზე და ამასთან ხაზს გავუსვამ, რომ აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების თემა შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართებით არიან მხოლოდ ძაღლები და კატები. ამასთან ყოველი მეორე ოჯახი საქართველოში ადასტურებს, რომ ისინი ფლობენ შინაურ ცხოველს. შესაბამისად საკითხის გადაჭრისთვის ერთადერთი გზა არის მათი რეგისტრაცია. უკვე არსებობს, მომზადებულია ელექტრონული პროგრამა, ეს იგივე ელექტრონული პროგრამაა, რომელიც უკვე მუშაობს სხვა შინაურ ცხოველებთან მიმართებით  მეორე მიმართულება, რა მიმართულებასაც კანონი არეგულირებს, ეს არის დამატებითი საპრევენციო ღონისძიება იმისთვის, რომ ჰიპერპოპულაცია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის შინაურ ცხოველებთან მიმართებით შემცირდეს და გარდა რეგისტრაციისა ჩვენ სხვა საშუალებაც გვქონდეს იმისთვის, რომ ცხოველები აღარ გამრავლდნენ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების მიღება. შესაბამისად კანონის ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდგომ, ეს იქნება დაახლოებით ნახევარი წელი სავალდებულო გახდება ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაცია. რაც კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული.

გარდა ამისა იქნება საშუალება და საგამონაკლისო წესი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავამრავლოთ ცხოველები. ამისთვის იქნება ვალდებულება იმ დაწესებულებებისთვის ან იმ პირებისთვის რომლებიც ამრავლებენ ცხოველებს, როგორც კატებს და ძაღლებს, რომ გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში, და მათი გამრავლებული ცხოველები ყველა დარეგისტრირდეს და შევიდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

იქნება კიდევ საგამონაკლისო წესი სტერილიზაცია-კასტრაციის სავალდებულო მიდგომასთან დაკავშირებით. ეს არის საგამოფენო ძაღლები. ძაღლები, რომელთა სტერილიზაცია-კასტრაცია მათ ხარისხობრივ მაჩვენებელს ქვემოთ სწევს და ისინი გამოფენებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. მათი მეპატრონეებიც ვალდებულნი იქნებიან, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველები, როგორც საგამოფენო ძაღლები და ბუნებრივია მათი გამრავლების შემთხვევაში ასევე ნაყარიც უნდა დარეგისტრირდეს ბაზაში. საგამოფენო სტატუსს ასევე უნდა ადგენდეს შესაბამისი ჯიშიანობის ცნობა.

ასევე გამონაკლისად იქნება დაშვებული მეპატრონეების უფლება, რომ ერთჯერადად დარეგისტრირდნენ და მოითხოვონ სახელმწიფოსგან თანხმობა, იმისთვის, რომ საკუთარი ცხოველი გაამრავლონ. ოღონდ მხოლოდ ერთჯერადად და ბუნებრივია აქაც მკაცრად გაკონტროლდება ნაყარის იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის საკითხები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.