1750446272
„ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? 30 წლის ვხდები და ყველაზე ღირებული, რაც კი შემიქმნია, ესაა“ - ემოციური მიმართვა მაყურებელს

აგერ უკვე ოთხი თვეა, რაც ალექსი მოსიაშვილი ქართულად ახმოვანებს ბერძნულ სერიალს "მამა პაისი ფარასადან - ზეცაში". მეორე სეზონის ბოლო სერიასაც მალე შემოგვთავაზებს ფეისბუქგვერდები - "სარწმუნოება, ფოტო და ვიდეო არქივი" და "ტკბილ ხარ შენ უფალო".
სერიალი სრულად ასახავს მეოცე საუკუნის ათონელი წმინდა მამის - პაისი ათონელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ფილმმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის მაყურებელში. ბევრი დააფიქრა და ქრისტიანის არსი შეახსენა. ბევრსაც იესოს ლოცვა ასწავლა...
აი, რას მიმართავს სერიალის მაყურებელს ალექსი.
"ხალხი გვწერს, როგორ შეცვალა ამ სერიალმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ სიღრმეებში ჩავიდა მათი ქრისტიანობა, როგორ შეეხო მათ გულს, როგორ ამოატრიალა დიალოგებმა და სცენებმა უკეთესობისკენ მათი დამოკიდებულება ადამიანების და ცხოვრების მიმართ.
30 წლის ვხდები და ყველაზე დიდი და ღირებული, რაც კი შემიქმნია, ეს არის მრავალსერიანი ფილმის "მამა პაისი ფარასადან ზეცაში" გახმოვანება. ახლა ბოლო სერია გავახმოვანე. იცით, როგორი განცდაა? ოთხი თვე გავატარე ამ რეჟიმში. გახმოვანების ეს 4 თვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ეტაპი დასრულდა. რეალურად არაფერიც არ დასრულება. ამ დიდი საქმით დასაბამი დაედო იმას, რაც ასე აკლდა ქრისტიანებს. ვფიქრობ, ეს საქმე გავაგრძელო.
ვერ აღგიწერთ, რა საოცრება გააკეთა მამა პაისიმ. დიდი მადლობა პირველ რიგში ღმერთს, ღვთისმშობელს, მამა პაისის, რომ ეს საქმე დაგვევალა მე, თამარ ბროლაძეს, ნანა ბეჟანიშვილსა და თამარ კიკალიშვილს, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს თარგმნასა და მოწოდებაში. მეც, ჩემი მხრივ, მის გახმოვანებაში.
უღრმესი მადლობა ყველას ვინც ამდენი ხნის მანძილზე გვგულშემატკივრობდით, ცდილობდით მოტივაცია მოგეცათ თბილი შეტყობინებებით. ამ სერიალის საშუალებით ის ჩვენი მამა პაისი გახდა. მადლობა, მადლობა. ღმერთმა დაგვლოცოს" - ამბობს ალექსი მოსიაშვილი.
ყველაფერს ამ საოცარი სერიალის შესახებ წაიკითხავთ ამ ბმულზე გადასვლით.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090

სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830