მედია: ბრიუს უილისს ლაპარაკი, კითხვა და სიარული აღარ შეუძლია
1753190040
„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება.
შეგახსენებთ, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.