ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსი

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს:

• რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა;
•  სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე რეგიონში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ან/და საინიციატივო ჯგუფების ან/და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლებას. 

 

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს:

• რეგიონში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

•  ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას;

•  უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს არანაკლებხუთ სტუდენტს.

 მცირე გრანტების კონკურსის საერთო ბიუჯეტია 435 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს. 

საგრანტო კონკურსის - ,,რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა” განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge, ხოლო კონკურსის - ,,სტუდენტური ინიციატივებისმხარდაჭერა” - grants-3@youthagency.gov.ge. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=1251047040392943&set=a.289312536566403