იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო დამხობის მცდელობა.
„4 ოქტომბერს რადიკალებმა საკუთარი სახე გამოამჟღავნეს, ერთმანეთშიც კი არ აქვთ არა თუ ერთობა, ელემენტარული კაცური ურთიერთობები და დამოკიდებულება. ყველა ერთად იმუქრებოდა და მეორე დღეს ყველამ (გარდა 5 სუბიექტისა) გვერდზე გადგომა გადაწყვიტა. მათ, ეტყობა მართლა ჰქონდათ ილუზიები, რომ იმ დღეს მართლა რაღაცას მოახდენდნენ და მართლა დაასრულებდნენ ხელისუფლებას.
ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე და სახელმწიფოს მართვაზე. როგორ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზია, როცა ჰგონია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნით, ხელისუფლებას დაამთავრებს. მე პრეზიდენტის ინსტიტუტის კი არ ვაკნინებ, უბრალოდ ამათ ჰგონიათ რომ შენობა არის ინსტიტუტი, შენობის დაკავებით არაფერი წყდება“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
შსს-ს მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.
7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა.
თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ ასევე კიდევ ერთი პირი - აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.