ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად, მეორე ტური გაიმართება

კრება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად, მეორე ტური გაიმართება - ირაკლი ყანდაშვილმა - 1 283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1 109.

კენჭისყრაში სულ 2 750 ადვოკატი მონაწილეობდა. 
საარჩევნო პროცესი, რომელსაც კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი აკვირდებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ხმები ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვალეს. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე, საჯაროდ, ხელითაც უნდა დათვალონ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 6 კანდიდატი იყო წარდგენილი. თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა 6 ათასამდე დელეგატს შეეძლო.