„შენ მოგიკვდი მე, ჩემო სიკეთის ბიჭო... რანაირად მატკინე გული...“ - ნინი შერმადინი ლაშა ბასლანძეზე
1761591485
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე ასაკის კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახის წევრები და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვლილს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ტყის განაპირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც
მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.