3 ნიშანი იმისა, რომ ადამიანთან კარმული ვალი გაკავშირებს

3 ნიშანი იმისა, რომ ადამიანთან კარმული ვალი გაკავშირებს

3 ნიშანი იმისა, რომ ადამიანთან კარმული ვალი გაკავშირებს:

ცხოვრებაში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომელთა მიმართაც უცნაურ, აუხსნელ და ზედმეტად მძაფრ ლტოლვას ვგრძნობთ. ეზოტერიკაში ამას შემთხვევითობას არ აწერენ - ეს არის *კარმული კავშირი*.
კარმული პარტნიორი (ეს შეიძლება იყოს შეყვარებული, მეგობარი ან ოჯახის წევრიც კი) შემოსულია შენს ცხოვრებაში, რათა გასწავლოს გაკვეთილი, რომელიც წარსული ინკარნაციებიდან გამოიყოლე. სანამ ამ ვალს არ დააბრუნებ და გაკვეთილს არ ჩააბარებ, ეს კავშირი მოსვენებას არ მოგცემს.

აი 3 მთავარი ნიშანი, რომ შენს ცხოვრებაში სწორედ კარმული ვალი გააქტიურდა:

1. უეცარი, მაგნიტური მიზიდულობა პირველივე წამიდან  
როცა ამ ადამიანს ხვდები, გეუფლება შეგრძნება, რომ მას მთელი ცხოვრებაა იცნობ. კავშირი მყარდება ელვისებურად, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. შენ შეიძლება არაფერი გქონდეს მასთან საერთო, - არც ინტერესები, არც მსოფლმხედველობა - მაგრამ გონება და სხეული გეუბნება, რომ მის გარეშე ვერ გაძლებ. ეს არის სულის მეხსიერება, რომელიც ცნობს ძველ ნაცნობს, ვისთანაც საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.


2. ,,ემოციური ამერიკული მთები’’ 
ეს არის კარმული კავშირის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. ასეთ ურთიერთობაში არ არსებობს სტაბილურობა და ოქროს შუალედი. ერთ დღეს ხართ უბედნიერესები და გგონიათ, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი, მეორე დღეს კი, უმარტივესი მიზეზის გამო, იწყება მტკივნეული კონფლიქტი, დაშორება და მძიმე დრამა. შენ გინდა წახვიდე, მაგრამ ენერგეტიკული ძაფი უკან გექაჩება. ურთიერთობა გცლის, მაგრამ მაინც ვერ უშვებ.


3. განმეორებადი სცენარები და ციკლები  
კარმული ვალი ყოველთვის წრეზე გატარებს. პრობლემები, წყენა, ეჭვიანობა თუ გაუგებრობა მეორდება ზუსტად ერთი და იმავე სცენარით. თუ შეამჩნევ, რომ პარტნიორთან მუდმივად ერთსა და იმავე თემაზე ჩხუბობთ და პროგრესი არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ სამყარო გაიძულებს, დაინახო შენი შინაგანი სუსტი წერტილი. კარმული პარტნიორი შენი იდეალური სარკეა - ის ააქტიურებს შენს ყველაზე დიდ შიშებსა და ტრავმებს, რათა შენ მათი ტრანსფორმაცია შეძლო.
 

როგორ დავასრულოთ კარმული ციკლი?
კარმული კავშირი მანამ არ დაიშლება, სანამ არ გააცნობიერებ: *,,რა უნდა ვისწავლო ამ ადამიანისგან?’’* (მოთმინება, საკუთარი საზღვრების დაცვა, თავგანწირვის შეწყვეტა თუ საკუთარი თავის სიყვარული?). როცა გაკვეთილს მიხვდები და შინაგანად აპატიებ, ვალი განულდება. ამის შემდეგ ურთიერთობა ან სრულიად ახალ, მშვიდ დონეზე გადადის, ან ადამიანი თავისით, ტკივილის გარეშე ტოვებს შენს ცხოვრებას.