1772562813
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე მშრალია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +11 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +6 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.












