1786913447
10 ნიშანი, რომ იმაზე ჩქარა ბერდება შენი ორგანიზმი, ვიდრე მოსალოდნელია
ექიმი კოტე თოდუა სიცოცხლის გახანგძლივებისა და დაბერების ტემპზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.
„ნელი სიარული, კუნთის ძალა, კარდიორესპირატორული ფიტნესი, ორგანიზმის სისუსტე, წონის უნებლიე დაკარგვა, 6–12 თვეში წონის 5%-ით შემცირება სასწრაფო შეფასებას საჭიროებს, რადგან ამის უკან შეიძლება იდგეს სარკოპენია, დეპრესია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დიაბეტი ან სხვა პრობლემები. ერთი პატარა სიმპტომი ნაკლებად სანდოა, ვიდრე რამდენიმე სისტემის, ძალის, სმენის, წონასწორობის, მეხსიერების, მეტაბოლიზმისა და აღდგენის ერთდროული გაუარესება, რაც დაჩქარებული დაბერების უფრო ძლიერი ნიშანია“, - ამბობს კოტე თოდუა.










