თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს
1786986941
ახალი სასწავლო წლისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწწერილი ახალი სახელმძღვანელოებით სარგებლობა საჯაროსთან ერთად, კერძო სკოლის ვალდებულებაც იქნება. სამინისტროს მიერ დაბეჭდილი წიგნები კი, საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, კერძო სკოლის მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ.
სახელმძღვანელოების რეალიზაციის პუნქტები ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია ვინ და რა პრინციპით განახორციელებს ამ პროცესს.
რეალიზაციის პუნქტები და პრინციპი
კერძოდ, დამტკიცებული წესის თანახმად, სახელმძღვანელოების რეალიზება განხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრციდან ან სივრცეებიდან – რეალიზების პუნქტებიდან ან შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდიდან ონლაინ გაყიდვის საშუალებით.
შეძენის ფორმა ორი სახის იქნება
პირველ შემთხვევაში სახელმძღვანელოს რეალიზება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რისთვისაც დადგენილია, რომ სახელმძღვანელოს რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი.
ხოლო საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით.