მეტრო საბურთალოს ხაზი გაჩერებულია - 300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
1778150484
ვარკეთილში მანქანის დაზიანების გამო ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 31 წლის თ.ხ.- მ 39 წლის კ.ა.- ს სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.