17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარ, პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც კუჭავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია.
„თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. პატივია, ემსახურო შენს ქვეყანას, დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამავდროულად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე გადაგიხდით დიდ მადლობას, მადლობა თქვენს ოჯახებს და კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას,"- წერს კახა კუჭავა.