1746007492
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო - თორნიკე სხვიტარიძის და ანი ქავთარაძის საქმის განხილვის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო - სხდომათა დარბაზში, სადაც სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პროცესში ჩაერთო მანდატურის სამსახური. დამსწრე პირები გააღიზიანა სხდომათა დარბაზში პოლიციის თანამშრომლების შეშვებამ, მაშინ, როცა მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.
ხალხის მასა მანდატურის თანამშრომლებს მიაწვა. მანდატურებმა რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანეს. პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს გაიმართება.