ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1746285924
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს:
"2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე საშუალო)".