გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
თაღლითობა სოციალური ქსელის დახმარებით - სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა Facebook-ზე ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც მსურველებს ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების სახელით შეღავათიან კრედიტს სთავაზობდნენ. მოგვიანებით კი მოტყუებით არიცხინებდნენ თანხას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე.
უკვე დაკავებულია ერთი პირი. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიმდინარეობს საგამოძიებო საქმიანობა სხვა დამნაშავეების დასადგენად.