შურისძიების მოტივით ორჯერ ესროლა! - ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლა

გურჯაანში მოკლული ახალგაზრდა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, წარსულში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულის თანმხლებ ორ პირს.