VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ნაძალადევის რაიონში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას მანქანიდან ესროლეს. შემთხვევა 6 ნომერთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ კაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან, 3-ჯერ ესროლეს.
„მანქანით რომ მოვიდა, მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია, მერე გაქცევა რომ მოინდომა ეტყობა ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა“, - ამბობს თვითმხილველი.
არსებული ცნობებით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაციას უკეთებენ.