საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს განაახლებს

საკონსტიტუციო

 საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განახლდება.

სარჩელის არსებითი განხილვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნება სხვა სხდომებიც.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამდღიანი განხილვის დროს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის ითხოვდნენ, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად სტრასბურგში გაეგზავნათ, ასევე პროცესში ჩართულიყვნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ოპოზიციამ სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებაც მოითხოვა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

✕