დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
"ბატონმა ბერდიამ თავისი გამოსვლა მიუძღვნა, მათ შორის, საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის საკითხს და ფაქტობრივ შეცდომად შერაცხა ის მოცემულობა, რომ სწორედაც კოალიციურ ერთობაზე ხდება მითითება. ეს გარკვეულწილად, ცოტა გაუგებარი და უცნაური განცხადებაა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განიხილვა მიმდინარეობდა.
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ბერდია სიჭინავას პოზიცია საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნასთან დაკავშირებით გაუგებარია.
"ბატონმა ბერდიამ თავისი გამოსვლა მიუძღვნა, მათ შორის, საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის საკითხს და ფაქტობრივ შეცდომად შერაცხა ის მოცემულობა, რომ სწორედაც კოალიციურ ერთობაზე ხდება მითითება. ეს გარკვეულწილად, ცოტა გაუგებარი და უცნაური განცხადებაა, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოში კოალიციის შექმნა - ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილი... ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივი უზუსტობა არ არის, გთხოვთ, რომ ეს მკაფიოდ დაფიქსირდეს", - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.