„არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლეში” - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

 საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, სასამართლოს უპატივცემულობას შეფასდა პარტია გახარია საქართველოს“ კიდევ ერთი შუამდგომლობა. საუბარია მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების მოთხოვნას. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

"მე ვთქვი ზუსტად ეს, გასაგებია სასამართლოსთვის, რას ედავება მოსარჩლე მხარე. თქვენთვისაც როგორც ჩანს გასაგებია. გუშინ შეძახილები იყო, მოსამართლეს არ წაუკითხავს სარჩელი. იცით რა არის, ჩემი რჩევაა... მოსამართლეზე ან სასამართლოზე ასე დაბრალება, არ არის კარგი პოზიცია დაცვის." - აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.

აქვე, განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ, რომელმაც თქვა, რომ არ არსებობს საფუძველი, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე ეჭვი შეიტანოს ვინმემ.

"არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რა უნდა სცადოს დაცვის მხარემ, არ არის ეგ პრობლემა, სცადოს. ერთი არის ფაქტები და მეორე არის მისი სურვილები და მცდელობები. რა ვიცი, ამდენი დააყენეს, მგონია რომ უფრო აგროვებენ რაც შეიძლება უფრო დაუსაბუთებელ შუამდგომლობებს.“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია, რომელმაც თქვა, რომ მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

"მოსამართლის მიმართ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ იცნობს საქმეს რაღაც არ იყო ეთიკური. არანაირი ის, რომ მხარეს რაიმე ურჩიოს, ეს არ უგულისხმია ბატონ სერგოს, მისი განმარტებისას ასე აღნიშნა. აქედან გამომდინარე, მის კეთილსინდისიერებაში, მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს." - აცხადებს რევაზ ნადარაია.

✕