თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს
1780164183
ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავია, - წერს „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
"სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს ამდენი. არც სხვაზე ნაკლები სიმართლე მაქვს და არც სხვაზე ნაკლებად გამომდის სათქმელისთვის თავის მოყრა. მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და თუ რამე მიმაჩნია, მინიმუმ, არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. და თუ რამე არ მაქვს და ფუჭად ვერ დავხარჯავ, ეს დროა!
ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი. არაფერს გავაკეთებ, ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია! ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა. წივილ-კივილით მოგებული ბრძოლების არ მჯერა,"- წერს ნიკა გვარამია.
თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს
1780164183