ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, გეკა გელაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის საკვანძო სფეროებისა და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტების თვისებრივი განვითარების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.
გეკა გელაძემ სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა.დაზვერვის სააგენტოში სტუმრობისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც გაეცნო", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.