თბილისის №198 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1788639796
აღმოსავლეთ საფრანგეთში, ჰუტოდის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ქართველმა მამაკაცმა ალკოჰოლური სასმელი მოიპარა.
გამოცემა Estrepublicain წერს, რომ საქართველოს მოქალაქე სუპერმარკეტში ქურდობის დროს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რის შემდეგაც დაცვამ ქურდობაში მხილებული მამაკაცის უსაფრთხოების ოთახში გადაყვანა სცადა.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და დაცვის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს მაჯა მოტეხა.
ბრალდებული საბოლოოდ დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.