1745739169
ქუთაისის „ტორპედოს“ სასამართლოში უჩივლეს - საფეხბურთო კლუბი სკანდალში ეხვევა

საფეხბურთო კლუბ ,,ტორპედოს" სასამართლოში უჩივლეს.
მიზეზი ფეხბურთელებისათვის შეძენილი საკვებისთვის გადაუხდელი თანხებია, რომელიც 51 652 ლარს შეადგენს.
„ტენდერი იყო გამოცხადებული საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ კვებასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის კომპანიამ მოიგო ეს ტენდერი, თვეების განმავლობაში ამარაგებდა „ტორპედოს“. თუმცა საფეხბურთო კლუბი დავალიანებას აღარ იხდიდა, რის გამოც სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. ჩვენო ძვირად ვყიდულობდითო და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ფეხბურთელებისათვის შეძენილი საკვებისთვის გადაუხდელი თანხის ოდენობა 51 652 ლარს შეადგენს“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე.

ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869