კვლევებით ყველაზე სუსტი ჯანმრთელობის თაობა გამოავლინეს - რომელ წლებში დაბადებულებზეა საუბარი
1765707282
ნიკა გვარამია უკვე მეოთხე დღეა რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურდაწესებულებაში იმყოფება. დღეს, ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი კობა ნაყოფიამ მოინახულა. ნაყოფიას თქმით, პატიმარს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი.
"ორი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც თავად გამოყო. ესაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეორე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა, რა თქმა უნდა, "მთავარი არხი. ჯანმრთელობის თვალსაზრისით კარგად არის. ტელევიზორი არ არის შეტანილი. დღეს უბედნიერესი იყო, რომ შემოუტანეს ბალიში. ალბათ მისი შემდეგი შენაძენი იქნება ტელევიზორი", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.