შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
მამაკაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს დანით ავტობუსში ყელი გამოჭრა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თუმცა მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და თქვა, რომ ავად არის.
ამასთან, რომ როინ მებონია შემთხვევის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ეს სასჯელისგან თავის არიდების საბაბი არ გახდა.
თბილისში მამაკაცმა ცოლი 2022 წლის მაისში ავტობუსში მოკლა. შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ყელი არასრულწლოვანი შვილებით თანდასწრებით გამოჭრა. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული 27 ჭრილობა ჰქონდა.