თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პირი თავისუფალია. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის თქმით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ქუთაისში, 16 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ დროს, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, მგზავრიდან მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტობუსი დაძრა და 20- მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.