„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
დღეს, ყველაფერი როცა თვალნათლივ ჩანს, ბედავს დასავლეთი და ამის თაობაზე ხმას არ იღებს. მეტიც, ჩვენ ვნახეთ მხარდამჭერი განცხადებები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ მოვლენებმა ყველას დაანახა, რომ საქართველოს მორევა გარე ძალების სცენარებით, ძალიან ძნელია.
„ის მოვლენები რომ განვითარებულიყო იმ სცენარით, რაც მათ აწყობდათ, წარმოიდგინეთ რა ჟივილ-ხივილი ატყდებოდა და როგორი განცხადებები გაკეთდებოდა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ა.შ. წარმოიდგინეთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ხდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ამას პარტნიორი ქვეყნები არ გმობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამბობენ - ვერ ვერ ვერევით ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლებას და ამ ხალხს, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის გამართული, საზოგადოება არის გონიერი. მანამდე არჩევნები საკმაოდ მშვიდ გარემოში წარიმართა და ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხმა მიეცა იმ ძალისთვის, რომელიც მათ ჰპირდებოდა მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. მეორე მხარე რაღაც საოცრებებს იძახდა - გამარჯვების შემთხვევაში გაფიცვებს მოვაწყობთ, ბოიკოტსო და ეს ხალხისთვის გაუგებარი იყო. კიდევ ერთ მხარეს რადიკალური გზა ჰქონდა არჩეული და გადავიდნენ შტურმზე და დღეს ეს ყველაფერი როცა თვალნათლივ ჩანს, ბედავს დასავლეთი და ამის თაობაზე ხმას არ იღებს. მეტიც, ჩვენ ვნახეთ მხარდამჭერი განცხადებები. დაიცავით უფლებებიო - ვისი უფლებები არ არის დაცული? მანახეთ ერთი პატიმარი, რომლის უფლებებიც დარღვეულია. აბა გავიხსენოთ წინა ხელისუფლება, რომელსაც ისინი დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, მაშინ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ეს ხალხი რა პირობებში იქნებოდა პატიმრობაში? ეს არის ტაქტიკა, რომელიც ნიშნავს შემდეგს - ჩვენ თქვენ ვერ გიტანთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მოუწევთ ჩვენი ატანაც, მიღებაც და შესაბამისი ურთიერთობებიც, ვინაიდან მათ თუ აქვთ რაიმე ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება უნდათ, კეთილს ინებებენ, ლაპარაკსაც დაგვიწყებენ და სერიოზულად აღიქვამენ ყველაფერს. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ამ სახელმწიფოს მორევა გარე ძალების სცენარებით, ძალიან ძნელია“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.