„დაკავებულმა 68 800 ლარი მიითვისა“ – შსს განცხადებას ავრცელებს

Shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც გააჩნდა ფინანსური დავალიანებები და წინასწარ იცოდა, რომ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულთან გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო მასალების მიწოდების პირობით. დაზარალებულს ავანსის სახით ჩაარიცხინა 68 800 ლარი, რაც სრულად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.