1754478880
ბრაზილიის საგზაო პოლიციამ 102 კილოგრამი ოქრო ამოიღო

ბრაზილიის საგზაო პოლიციამ 102 კილოგრამი ოქრო ამოიღო.
ძვირფასი ლითონი პიკაპში იყო ჩამალული. დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. მას ტვირთის დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა.
პოლიციის ცნობით, ასზე მეტი ოქროს ზოდი, რომლის ღირებულება 11 მილიონ დოლარს აღემატება, სავარაუდოდ, ვენესუელაში გადაჰქონდათ.